კალიფორნიაში ბეჭდების მბრძანებლის ახალი სერიალის პრემიერა შედგა
კალიფორნიაში ბეჭდების მბრძანებლის ახალი სერიალის პრემიერა შედგა. „ბეჭდების მბრძანებელი- ძალაუფლების ბეჭდები“- ასე ქვია სატელევიზიო შოუს, რომლის პირველი სეზონის გადაღება კომპანია ამაზონს 465 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტოლკიენის წიგნების დანართების მიხედვით გადაღებული სერიალი, ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღიებულ შოუდ ითვლება. ამაზონს ჯამში ხუთი სეზონის გადაღება აქვს დაგეგმილი. სერიალი , ცნობილი ფილმის, ბეჭდების ბრძანებლის“ მოვლენებამდე 4000 წლით ადრე მომხდარ ამბებს მოგვითხრობს. მისი ნახვა ამაზონზე ორი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.