აფეთქება ერევანში
სომხეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან ორსული ქალი და ბავშვი. შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი. აფეთქება სომხეთის დედაქალაქში მდებარე ბაზრობაზე, პიროტექნიკის საწყობში მოხდა. ინციდენტს შენობის ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი .
