პრემიერის სამძიმარი სომეხ ხალხს
საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს- ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი. დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო
