რთველი 2022
მთავრობის გადაწყვეტილებას მევენახეები აფასებენ. მათი თქმით სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განხორციელებულმა დარგობრივმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა. მთავრობის გადაწყვეტილებით წელს ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი სულ მცირე 90 თეთრი იქნება.ასევე მთავრობა რთველისთვის 150 მილიონი ლარის სუბსიდირებას განახორციელებს. უკვე შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც წელს რეკორდულ, 300 ათას ტონა მოსავალს ელოდება.
