შუალედური არჩევნები სენაკში
თბილისის საქალაქო სასამართლომ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. პროცესის დასრულების შემდეგ საიას იურისტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, ექვს თვეზე მეტია სენაკის საკრებულო არ შეკრებილა და შესაბამისად, კანონის მიხედვით, მათი უფლებამოსილება შეწყვეტილია. ცესკოს იურისტის განმარტებით კი, თვითმმართველობის კოდექსში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საკრებულოს შესახებ უფლებამოსილების შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილი ფორმით ხდება. თამარ შარიქაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
