„ხალხის ძალის“ განცხადება
პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის საელჩომ პარლამენტს წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელშიც, როგორც დეპუტატები აცხადებენ, არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი.
