კვარაცხელიას წარმატებული დებიუტი სერია A-ში
19. ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში წარმატებული გამოდგა. „ნაპოლიმ“ სტუმრად „ვერონა“ 5-2 დაამარცხა, 21 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე პასია. კვარაცხელიამ 37-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 55-ე წუთზე კი პიოტრ ზელინსკიმ სტუმრები მისი გადაცემით დააწინაურა. კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის სერია ა-ში გოლი გაიტანა. მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ 21 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „მონცასთან“ გამართავს.
