განმუხურის ამფითეატრში ჯგუფ „ბედფორდ ფოლსის“ და დიჯეი რინდის კონცერტი გაიმართა
ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ახალგაზრდული სათათბიროს ორგანიზებით, განმუხურის ამფითეატრში ჯგუფ „ბედფორდ ფოლსის“ და დიჯეი რინდის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ზუგდიდში სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი ღონისძიება ჩატარდა.
