„თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, ასევე მოლდოვის, სომხეთისა და რუმინეთის დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის 7 დიდ სოფელსა და ტურისტულ ადგილებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება დაინერგა, მოეწყო დასუფთავების აქციები, ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო მუშაობა ჩატარდა.
