რთველი 2022
ახლა კი რთველი 2022 - ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი წელს, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განუცხადა. პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ. მეღვინეობის დარგში დაახლოებით 25 000-მდე მევენახეა ჩართული. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა წელს რთველის სუბსიდირებას გეგმავს, რისთვისაც ჯამურად 150 მილიონი ლარი დაიხარჯება. ლევან მეხუზლას შეფასებით, ეს ნაბიჯი მევენახეობა-მეღვინეობის დარგს კრიზისიდან გამოიყვანს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. მთავრობა წელს რეკორდულ, დაახლოებით 300 000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდება.
