სამუშაო შეხვედრა პარლამენტში
ხვალ საკანონმდებლო ორგანოში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, რომელიც გენდერულ საკითხებში არსებულ პრობლემატიკას მიეძღვნება. შეხვედრის მონაწილეები კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები და პარტნიორი ორგანიზაციები იქნებიან.
