აფეთქება ერევანში - სალომე ზურაბიშვილის განცხადება
ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებენ. უწყების ცნობით, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია. მომხდარის გამო საქარტველოს პრეზიდენტმა სამზიმარი სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოაქვეყნა. „ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“, - წერს ზურაბიშვილი საკუტარი ტვიტერის გვერდზე .
