ვითარება ატომურ ელექტროსადგურზე - მოწოდება რუსეთს
უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლისა და რადიაციული ნივთიერების გაჟონვის რისკი ისევ დიდია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიიჩნევს რომ ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ფონი ნორმაშია, ამ ეტაპზე უსაფრთხოება დაცულია, თუმცა ბირთვული კატასტროფის რისკი იქამდე იქნება, ვიდე მის მახლობლად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პარალელურად, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
