ახალგაზრდობის სააგენტო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პროექტი პროგრამის „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც კონკურსის გავლის შედეგად შერჩეული წარმომადგენლისთვის ერთ -წლიანი მანდატის მინიჭებას და 20 000 ლარით დაფინანსებას გულისხმობს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.
