ავღანეთში ხელისუფლების სათავეში თალიბების დაბრუნებიდან თითქმის ერთი წელიწადი გავიდა
ავღანეთში ხელისუფლების სათავეში თალიბების დაბრუნებიდან თითქმის ერთი წელიწადი გავიდა. ქაბულში მცხოვრებნი, თალიბების მმართველობის შეფასებისას, აცხადებენ, რომ უსაფრთხოება ქვეყანაში უფრო დაცულია, მაგრამ კიდევ უფრო გაიზარდა სიღატაკე და მკვეთრად იკლო განათლებამ. გაეროს შეფასებით კი, ავღანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს, ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები 900 ათასით შემცირდა.
