დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს ბრალი წარედგინათ
დედის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანსა და მის მეგობარს, ბრალი წარედგინათ. არასრულწლოვანის ადვოკატი მედიასთან განმარტავს, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ასევე ადვოკატის თქმით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით სხეულზე 25-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენაში მას მეგობარი ეხმარებოდა.
