შეხვედრა გერმანელ და ქართველ სტუდენტებთან
პარლამენტის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე გაცვლითი პროგრამის მონაწილე გერმანელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის, ქართველ და გერმანელ მეცნიერებს შორის აკადემიური კავშირების, ასევე, გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ისაუბრეს.
