ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 476 მილიონი დოლარი შეადგინა
ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 476 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია. ასევე, ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა ივლისში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას ექსპორტში თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს. გაიზარდა იმპორტიც, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ თითქმის ათი მლრდ 200 მლნ დოლარი შეადგინა.
