საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს სერიის შესარჩევი ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები ურუგვაისთან 5-19 დამარცხდნენ. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ერთადერთი ლელო გიორგი ჭუაძემ დადო. საქართველოს ნაკრებმა შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიებში 14-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
