ესპანეთში ხანძარს ებრძვიან
ესპანეთში ხანძარს ებრძვიან, რომელიც ჰაერის ანომალურად მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა და მის სწრაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო. ცეცხლმა დასახლებულ რაიონებშიც შეაღწია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიის ზონა ორიათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
