უკრაინიდან მარცვლეულის გატანაზე ნებართვა კიდევ ექვსმა გემმა მიიღო
ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის გადაწყვეტილებით, მათ ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობა შეუძლიათ. ექვსივე გემმა შემოწმების ყველა პროცედურა გაიარა და მზად არიან მარცვლეულის დასატვირთად, ჩერნომორსკის პორტში შევიდნენ. რუსული აგრესიის გამო, უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება სტამბოლში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა.
