ვითარება ატომურ ელექტროსადგურზე - მოწოდება რუსეთს
მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო რუსეთს მოუწოდებს , დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. ერთობლივი განცხადება ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გავრცელდა. დოკუმენტის თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში, მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.
