თბილისის პარკინგის მომხმარებლები დროებით არ დაჯარიმდებიან
თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა ერთ მომხმარებლად გაერთიანება ხდება . მოქალაქეებს დღეიდან ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მერიაში განმარტავენ, რომ რეფორმის გამო, ფიქსირდება ტექნიკური შეფერხებები, რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები, ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან.
