ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი სერია A- ში
იტალიის "სერის ა" დაიწყო, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის მთავარი ინტრიგა ჯერ კიდევ წინ არის. ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი დღეს ვერონაში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ შედგება. კვარაცხელია ამ ეტაპზე იტალიური გუნდის მთავარი შენაძენია და ქართველი შემტევი დღეიდან ნეაპოლელი გულშემატკივრების კიდევ უფრო გაოცებას შეეცდება. ვერონასა და ნაპოლის მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
