ევროპაში ანომალურმა ტემპერატურამ ძლიერი გვალვა გამოიწვია
მდინარე რეინში წყლის დონემ 40 საინტიმეტრამდე დაიწია, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა. ძლიერი სიცხის გამო ხშირია ტყის ხანძრები. ნადგურდება ყურძნის, მზესუმზირისა და ზეთისხილის მოსავალი. ყველაზე დიდ ზარალს გვალვა საფრანგეთსა და იტალიას აყენებს. რთულია ვითარება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ისტორიაში პირველად, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.
