მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს მიაღწია
ამის შესახებ სერვისი „ქანთრიმეტერსი“ იტყობინება. ამავე მონაცემებით, პლანეტის მოსახლეობის 50.5 %-ს მამაკაცები, 49.5 პროცენტს კი ქალები შეადგენენ. დემოგრაფიული მაჩვენებლით, მსოფლიოში კვლავ ჩინეთი და ინდოეთი ლიდერობს, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 36% ცხოვრობს. პირველ ხუთეულში შედიან შეერთებული შტატები, პაკისტანი და ინდონეზია.
