სასამართლო რეფორმის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი დღეს მორიგ სხდომას გამართავს
განსახილველ საკითხთა დღის წესრიგშია მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები. გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება 21 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
