სასამართლო რეფორმა
კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის წევრები პარლამენტში ხვალ შეიკრიბებიან. პროცესში ჩართულია მესამე სექტორი და ოპოზიციის ნაწილიც. მხარეთა პოზიციები ისევ განსხვავბულია. ყველა თანხმდება , რომ ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია , თუმცა ერთიან პოზიციაზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაო შეხვედრებში ისევ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი. მათი აზრით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ფორმალურია. ოპოზიციის ეს ნაწილი გეგმავს, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას და სექტემბერში პარალმენტისთვის წარდგენას.
