ასოცირების შეთანხმება - ევროკავშირის ანგარიში
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. მთლიანობაში, დოკუმენტში ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა დადებითად არის შეფასებული, თუმცა აღნიშნულია ასევე 2021 წელს არსებული გამოწვევები, რომლებიც ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის დემოკრატიულ გავითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
