ომი უკრაინაში
ომის 172-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კრამატორსკის, სუმის, ხარკოვის, მოკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებულ რაიონებზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები. პარალელურად, ოკუპანტები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოკუპანტებს სამხედრო რესურსების ძირითადი ნაწილი დონბასის არაოკუპირებული ნაწილისკენ აქვთ მიმართული. სამხრეთის ფრონტზე კი წინსვლას ვერ ახერხებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ხერსონში უკრაინელებმა ბოლო 24 საათში ოკუპანტების 3 ბაზა და იარაღის 3 საწყობი გაანადგურეს.
