სასამართლო რეფორმა
კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის წევრები პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ. პროცესში ჩართულია მესამე სექტორი და ოპოზიციის ნაწილი. მხარეთა პოზიციები ისევ განსხვავბულია. ყველა თანხმდება , რომ ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია , თუმცა ერთიან პოზიციაზე შეთანხმება ვერ ხეტრხდება. სამუშაო შეხვედრებში ისევ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი. მათი აზრით, აღნიშნული სამუშაო შეხვედრები ფორმალურია. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს პარალმენტს, სექტემბერში წარუდგენენ. მმართველი გუნდის წევრთა განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ პარალელური ფორმატებია.