სინოპტიკოსების გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა (34, 39 გრადუსი) შენარჩუნდება. 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ზოგან, ძლიერი ქარიც არის მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
