შალვა გურეშიძე ბრინჯაოს მედალოსანია
ქართველმა ძიუდოისტმა შალვა გურეშიძემ ეკვადორში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლიუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ყაზახ და ესტონელ მეტოქეებს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ ნაკამურასთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შალვამ ნიდერლანდელ ჯულე ბლომს მოუგო და ჩვენ ქვეყანას მეოთხე მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებმა პლანეტის პირველობა ოქროს გარეშე - ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
