საქართველო 69;59 ესტონეთი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბე დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მე-3 ტურში ჩვენი ქვეყნის გუნდი ესტონეთს შეხვდა და მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით 69-59 აჯობა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ავთანდილ ბახტაძე იყო, რომელმაც 27 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელებმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს, თუმცა ეს მეტოქე გუნდების შედეგებზეც იქნება დამოკიდებული. მომდევნო შეხვედრას ჩერქეზიშვილისა და ჯაკობოვის მომზადებული გუნდი 15 აგვისტოს, ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
