ლიზა ტრასის რეიტინგი
კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი კონკურენტ რიში სუნაკს 22%-ით უსწრებს. გამოკითხვაში, რომელიც სააგენტო „ოპინიუმმა” ჩაატარა, პარტიის 450 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 61% -ი ხმას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აძლევს, ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს კი 39%. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა ცნობილი 5 სექტემბერს გახდება.
