საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა
განცხადებას ელისეს სასახლე აქვეყნებს. „ეს არის ფინეთისა და შვედეთის არჩევანი, გაამყარონ თავიანთი უსაფრთხოება მეზობელი ქვეყნის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე და შეიტანონ საკუთარი წვლილი ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, რასაც საფრანგეთი მყარად უჭერს მხარს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
