კომბინირებული წვრთნა
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანში, კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ. გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მომზადება თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში, მათი კოორდინირებული მუშაობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა.
