სამხედრო სწავლება
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის ასეულმა მასშტაბურ ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნები, ღამის პირობებში ჩაატარა. ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ამერიკელი სამხედროები დაესწრნენ. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.
