ბათუმში შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრძელდება
მსმენელის წინაშე ამჯერად ლეგენდარული ელ მაკეი და ბენდი „ ერს , ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი„ წარსდგა. 70-იანი წლების მუსიკამ მსნელი ერთ სივრცეში გააერთიანა. შესრულდა როგორც ძველი ჰიტები, ასევე განახლებული ვერსიები. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის ეს საიუბილეო წელია. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მონაწილეობენ. ჯაზფესტივალს დღეს ფანკის დედოფალი, ქენდი დალფერი და მისი ბენდი დახურავს.
