ჯოზეფ ბაიდენტი მწერალ სალმან რუშდიზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება
„მე და ჯილი შოკირებულნი და დამწუხრებულნი ვართ სალმან რუშდიზე სასტიკი თავდასხმით, ვლოცულობთ მისთვის და მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დახმარება აღმოუჩინა,“-ნათქვამია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაში. სალმან რუშდის თავს ნიუ იორკში 12 აგვისტოს, მკითხველებთან შეხვედრისას დაესხნენ. მას მძიმე ჭრილობები აქვს მიყენებული. თავდამსხმელი პოლიციამ მალევე დააკავა. მას მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს.
