მონტენეგრომ რუსეთის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა
ვლადისლავ მასლენიკოვს ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის უფლებალოსილებას ოფიციალური პოდგორიცა არ ცნობს. თავად მასლენიკოვი აცხადებს, რომ მონტენეგროს ხელისუფლებას მისთვის ქვეყნიდან გაძევების მიზეზი არ განუმარტავს.
