პატიმრობა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის
ოზურგეთში, ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა, ყოფილ მეუღლეს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
