სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. მეთხილეები წელს მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს ელოდებიან. აქტიურად მუშაობს თხილის საშრობი ცენტრები , სადაც მოსავლის ხარისხს სწავლობენ , სწორედ ხარისხი განსაზღვრავს ქართული თხილის მოთხოვნას საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად ფასს. თხილის რეალიზაციის პროცესში ფერმერბს დახმარებას ჰპირდება სახელიმწფო - თხილის სექტორის განვითარების მიზნით დაგეგმილია ახალი ტექნოლიგიების დანერგვაც.
