შეგნებულად გაჩენილი ხანძრები
დედოფლისწყაროში, სპეციალისტები ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებენ. მიზეზი ფერმერების მიერ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების განადგურების მიზნით გაჩენილი ხანძრებია, რომელიც ასობით ჰექტარს მოიცავს. ხანძრის შედეგად გარემო დაბინძურებულია , ხოლო ნიადაგის ფლორა და ფაუნა გაუდაბნოების პირასაა. მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს.
