ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკევს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკევს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
