ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დარღვევით მუშაობდეს. მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვის შემდეგ წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე გაიზარდა. ვითარებას ართულებს ისიც , რომ ტერიტორიაზე შესვლის უფლება ამ დრომდე არ აქვს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიას. ევროპის მასტაბით ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს დღეს ოკუპანტები აკონტროლებენ. პარალელურად რუსეთის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობენ ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში. უკრაინაული არმიის ცნობით ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ორი სოფელი.
