ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 1 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.