მკვლელობა ოზურგეთში
ოზურგეთში, 38 წლის ქალის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ძალოვანი უწყების ცნობით, მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ბასრი საგნით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ 4 წლის შვილის თვალწინ მოკლა. პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობისთვის 2-ჯერ არის ნასამართლევი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
