ევროპული რეკომენდაციები
ბრიუსელის 12 ი რეკომენდაცია - ევროპული დავალების შესრულების მიზნით, პარლამენტში მუშაობა გრძელდება. მომავალ კვირას დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპული რეკომენდაციების მესამე პუნქტზე იმსჯელებენ, რაც სასამართლოს რეფორმას გულისხმობს. სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე მხარეებმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, უკვე ჩამოყალიბებულია 30-ზე მეტი საკითხი. მათ შორის დასახელდა სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა და საპროცესო ვადების დაცვა. სამუშაო ჯგუფებს კვლავ არ უერთდება სამი ოპოზიციური პარტია: ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი.
