ნარკოდანაშაული
პანამის სასაზღვრო დაცვამ კუსტარული წყალქვეშა ნავი დააკავა, რომელსაც 625 - კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა. აყვანილია ეკიპაჟის 3 წევრი სამივე კოლუმბიელია. მესაზღვრების ცნობით ნარკოტიკული საშუალებები კოლუმბიიდან მექსიკასა და შეერთებულ შტატებში გადაჰქონდათ . პანამის არხის გავლით ნარკო ტრაფიკი რეკორდულ ნიშნულს აღწევს, მარტო მიმდინარე წელს ამ მარშრუტზე სამართადამცველებმა 60 ტონა კოკაინი ამოიღეს.
